ინფორმაცია
პროექტის შესახებ
პროექტის
მიზანი:
|
·
კითხვითი უნარების განვითარება დაწყებითი I –IV კლასის მოსწავლეებში;
·
მოსწავლეებში
წიგნის სიყვარულის დანერგვა და წიგნიერების დონის ამაღლება;
·
მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში ;
·
სასკოლო თემში თაობებს შორის მზრუნველობითი კულტურის
დამკვიდრება.
|
ამოცანები:
|
ü საკლასო
ბიბლიოთეკების მოწყობა;
ü მკითხველთა
კლუბების ჩამოყალიბება.
|
პროექტის
ბენეფიციარები:
|
300 მოსწავლე 18 აკადემიური
კლასი I –IV კლასის
ჩათვლით
მოხალისე მშობლები,პედაგოგები, თემის წევრები
|
პროექტის
დასაბუთება:
|
,,
ნებისმიერ სხვა უნართან შედარებით , კითხვის
უნარი ყველაზე მეტად განაპირობებს სასკოლო პროგრამის წარმატებით ათვისებას. უფრო
მეტიც კითხვის უნარი განსაზღვრავს თითოეული
პიროვნების ცხოვრების ტრაექტორიას, მის ეკონომიკურ კეთილდღეობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ეფექტური მონაწილეობისა და თანაცხოვრების შესაძლებლობას.’’
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციაა ,,წიგნიერება’’, რომლის
მიხედვითაც,
სკოლის მთავარი მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, კითხვის
წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმისა და
გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარის განვითარება. 2006 წლიდან
საქართველო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებაში, მათ
შორის წიგნიერების საერთაშორისო კვლევა ( PIRLS) და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების
სწავლის და სწავლების საერთაშორისო კვლევაში
(TIMSS). აღნიშნული
კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს სკოლებში
აუცილებელია კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა
და მოსწავლეთა მიღწევების მნიშვნელოვანი
გაუმჯობესება.
ამ კვლევის ფარგლებში უკეთესი შედეგები აჩვენეს მოსწავლეებმა რომელთა
მშობლებსაც უყვართ კითხვა და შვილებთან ერთად ჩართულნი არიან კითხვის აქტივობებში და სწავლობენ ისეთ სკოლებში სადაც აქვთ სათანადო სამუშაო გარემო და აღჭურვილობა, მრავალფეროვანი
სასწავლო რესურსები,
წიგნები თვალსაჩინოებები და მათ უმთავრეს საზრუნავს მოსწავლეების აკადემიური
წარმატება და მიღწევები წარმოადგენს. რაც მთავარია ყველაზე ეფექტიანია ამ მხრივ საკლასო
ბიბლიოთეკების მოწყობა.
ჩვენი პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პრაქტიკამ აჩვენა, რომ
სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნადი ფონდიც
მოითხოვს გამდიდრებას და როცა უშუალოდ საკლასო ოთახებში მოეწყობა
წიგნიერების ამაღლებისთვის ხელშემწყობი გარემო მით ეფექტური იქნება. პროექტის
ფარგლებში დაწყებითი კლასების ყველა საკლასო
ოთახში მოეწყობა საკლასო ბიბლიოთეკები.
ჩამოყალიბდება
,,მკითხველთა კლუბები’’. კლუბის ფარგლებში მოხალისე მშობლები, ბავშვები და მასწავლებლები, სახალისო
გარემოში ერთად წაიკითხავენ პროექტის ფარგლებში
ასაკობრივი და ინდივიდუალური საჭიროებების
გათვალისწინებით შეძენილ წიგნებს და შემდგომ ერთობლივად განიხილავენ. სკოლის
ადმინისტრაცია ჩაატარებს სახალისო კონკურსს ’’მშობლებისა და ბავშვებისათვის,, მკითხველთა კლუბის
იმ წევრების გამოსავლენად რომლებიც ყველაზე კარგად იცნობს ამ პროექტის ფარგლებში
შეძენილ წიგნებს, კონკურსები მოეწყობა პარალელურ კლასების მკითხველთა კლუბებს შორისაც. სიგელებით დავაჯილდოვებთ გამარჯვებულ მოსწავლეებს. დავაწესებთ
ნომინაციებს ყველაზე წიგნიერი მოსწავლე,
კლასი და ა.შ. გამოვხატავთ პატივისცემას და მადლიერებას სკოლის ცხოვრებაში ჩართული
მოხალისე მშობლებისადმი.
მადლიერებას გამოვხატავთ პროექტის სპონსორებისადმი, რადგანაც ეს იქნება
მომავალ თაობაზე, მათ განათლებაზე ზრუნვის საუკეთესო გამოხატულება.
|
დაგეგმილი
აქტივობები:
|
განსახორციელებელი აქტივობები:
ü პროქტის სამუშაო ჯგუფის მობილიზება;
ü მოვალეობების გადანაწილება სამუშაო ჯგუფებში;
ü დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ასაკის გათვალისწინებით ლიტერატურის შერჩევა;
ü საკლასო ბიბლიოთეკისთვის საკითხავი ლიტერატურის შეძენა ;
ü ,,კითხვის კლუბისთვის “ მოხალისეების , პედაგოგებისა და მშობლების რეგისტრაცია ;
ü ,,კითხვის კლუბის „სამუშაო პროგრამისა და განრიგის მომზადება;
ü ,,კითხვის კლუბის“ პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება;
ü პროექტის ანგარიში, თეატრალიზებული წარმოდგენა წაკითხული ნაწარმოებების მიხედვით;
ü პროექტის მონიტორინგი და შეფასება.
|
მოსალოდნელი
შედეგები:
|
v სკოლის
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ექნებათ სასკოლო ბიბლიოთეკები, მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით
შერჩეული წიგნებით;
v წიგნიერების
ამაღლების პროცესში ჩაერთვებიან მასწავლებლები და მშობლები;
v .მოსწავლეებს
უჩნდებათ წიგნების კითხვისადმი პოზიტიური
დამოკიდებულება, უვითარდებათ სოციალური და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები, იზრდება მათი წიგნიერების დონე,
უმაღლდებათ თვითშეფასება.
v მშობელი უფრო გამგები ხდება საკუთარი შვილის მიმართ,
უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური,
ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს, ხდება
უფრო მზრუნველი და სიამოვნებით ერთვება ბავშვის აღზრდისა და განათლების პროცესში.
v უფრო
პოზიტიურ ურთიერთობებს ამყარებს თავისი შვილის მასწავლებელთან, უფრო სრულყოფილად
ფლობს ინფორმაციას ბავშვის მდგომარეობის შესახებ და დროულად იღებს ზომებს მისი პრობლემის
მოსაგვარებლად.
v მოსწავლეს
უკეთესი მიღწევები აქვს და და საკუთარი თავისა
შესაძლებლობების რწმენაც მეტი აქვს.
v სკოლას
მეტი მხარდაჭერა აქვს მშობლისგან,იზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში იზრდება მოსწავლეთა
კონტიგენტი.
.
|
ინდიკატორები:
|
(ჩამოთვალეთ ის რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორები, რომელთა საშუალებითაც
გეგმავთ პროექტის შედეგების შეფასებას.)
§ მოსწავლეთა
ასაკის გათვალისწინებით შერჩეული წიგნებით აღჭურვილი საკლასო ბიბლიოთეკები;
§ ,,კითხვის
კლუბის „სამუშაო პროგრამა და განრიგი;
§ ,,კითხვის კლუბის“ პროგრამით განხორციელებული აქტივობების ამსახველი
ფოტო - მასალა
;
§ წაკითხული
ნაწარმოებების შთაბეჭდილებების მიხედვით მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები
და ჩანაწერები;
§ წაკითხულ ნაწარმოებებზე შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენის ფოტო-მსალა;
|
მონიტორინგი
და შეფასება:
|
ü ,,კითხვის
კლუბის’’ მიერ სასკოლო ბიბლიოთეკის ორგანიზებას და საქმიანობას მონიტორინგს გაუწევს სკოლაში შექმნილი გუნდი, სადაც შედის მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე
და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
ü შედეგი
გაიზომება ,,კითხვის კლუბის“ საქმიანობაში მოსწავლეების ჩართულობის გაზრდით.
ü მოხდება
შემუშავებული პროგრამის განხორციელების მონიტორინგი უშუალოდ საკლასო ბიბლიოთეკებში
მიმდინარე აქტივობებზე დაკვირვებით.
|
დამატებითი
ინფორმაცია:
|
No comments:
Post a Comment