გაკვეთილის ავტორი |
ბიოლოგიის მასწავლებელი ლიანა ფუტკარაძე |
|||||||||||||||
გაკვეთილის თემა |
სხეულის
წონა,მეტაბოლიზმის დარღვევა.
|
|||||||||||||||
სწავლების საფეხური/საგანი: |
II საფეხური _VIIIკლასი,ბიოლოგია. |
|||||||||||||||
მოსწავლეთა რაოდენობა |
10 მოსწავლე. |
|||||||||||||||
გაკვთილის მიზნები |
მოსწავლეებმა დაახასიათონ ადამიანის ორგანიზმში
მეტაბოლური პროცესის დარღვევის შედეგად
მიმდინარე პროცესები,გამოხატონ მშობლების ,ენდოკრინოლოგების და დიეტოლოგების
პოზიცია ზედმეტი წონის და დიეტის შესახებ,გამოთვალონ სხეულის მასის მაჩვენებელი და
დაადგინონ სხეულის წონის მიხედვით რომელ ჯგუფში ხვდებიან.მოსწავლეებმა
გააანალიზონ და იმსჯელონ ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის
შესახებ.
|
|||||||||||||||
სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები
და ინდიკატორები |
ბიოლოგია
VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
·
იყენებს დიაგრამებს,ცხრილებს და გრაფიკებს
,მონაცემებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად.
ბიოლოგია
VIII.9. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი
ცხოვრების წესის მნიშვნელობა
·
მოიპოვებს ინფორმაციას არასწორი კვების შედეგად
მოსალოდნელი დარღვევების შესახებ(მაგ:ჭარბი წონა)
|
|||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა, აქტივობების თანმიმდევრობა და დრო |
I. კლასის დაჯგუფება,მითითებების
მიცემა(5 წუთი)
კლას ვყოფ 3 ჯგუფად და
განუმარტავ,რომ მათ უნდა შეასრულონ ისეთი როლები,როგორიცაა :ექიმი
ენდოკრინოლოგი,ექიმი დიეტოლოგი,მოზარდთა მშობლები(რომელთა შვილები არ
ითვალისწინებენ მშობლის რჩევებს).ე.ი.Iჯგუფი -ექიმი ენდოკრინოლოგების,IIჯგუფი-
ექიმი დიეტოლოგები ,III კი მოსწავლეთა მშობლების.
დაჯგუფების შემდეგ ვაძლევ მითითებას,რომ ინდივიდუალურად ყურადღებით
წაიკითხონ ტექსტი,მიღებული ცოდნა გაუზიარონ ჯგუფში ერთმანეთს და იმსჯელონ
ძირითად საკითხებზე
II.
ტექსტზე
მუშაობა,პრეზენტაციის მომზადება (20 wT.)
·
ექიმი ენდოკრინოლოგების ჯგუფს ვაძლევ შემდეგ
დავალებას:მოძებნეთ და ტექსტიდან ამოწერეთ საკითხები,რომელიც შეეხება ენდოკრინულ
დარღვევებს(მეტაბოლიზმის რეგულაციას,ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს).
·
დიეტოლოგების ჯგუფს:მოძებნეთ და ტექსტიდან
ამოწერეთ საკითხები,რომელიც შეეხება დიეტას და სხეულის წონას.
·
მოსწავლეთა მშობლებს:ტექსტიდან ამოწერეთ ყველა ის
ინფორმაცია,რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული.ჩამოწერეთ
შეკითხვები,რომელსაც დაუსვამენ ექიმებს.
ამ საკითხების ირგვლივ ჯგუფებმა უნდა მოამზადონ პრეზენტაცია.
საპრეზენტაციო ნაშრომი სავარაუდოდ ასეთი უნდა იყოს:
ექიმი
ენდოკრინოლოგები:
·
ფარისებრი
ჯირკვლის უჯრედების მიერ გამომუშავებული
თიროიდული ჰორმონის ფუნქციები.
ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები გამოიმუშავებენ თიროიდულ ჰორმონს.ის
გადადის სისხლში,მიაღწევს ყველა უჯრედს და არეგულირებს უჯრედებში
მეტაბოლიზმს:ენერგიის მისაღებად
უჯრედებში საკვების დაშლის ინტენსივობას.ორგანიზმის მოსვენებულ მდგომარეობაში
თიროიდული ჰორმონი გარკვეულ დონეზე ინარჩუნებს მეტაბოლიზმს.როდესაც ორგანიზმი ძლიერ
აქტიურია(მაგალითად ვარჯიშის დროს),უჯრედებს ბევრი ენერგია
სჭირდება.ამიტომ თიროიდული ჰორმონი მომატებული რაოდენობით გამოიყოფა და აჩქარებს
უჯრედებში საკვების დაშლას.ამ დროს ორგანიზმში დიდი რაოდენობით ენერგია
გამოიყოფა .ვარჯისის შემდეგ ფარისებრი ჯირკვალი „დაისვენებს“ -შეამცირებს
თიროიდული ჰორმონის რაოდენობას და
მეტაბოლიზმის საწყის დონეს დაუბრუნდება.
·
ფარისებრი
ჯირკვლის დაავადებები.
თუ ფარისებრი ჯირკვალი დაავადდა,მან შეიძლება დაიწყოს თიროიდული
ჰორმონის მომატებული რაოდენობით გამოყოფა.ამ დაავადებას თირეოტოქსიკოზი(ტოქსიკოზი-მოწამვლა)ეწოდება.თირეოტოქსიკოზის
დროს საკვები უჯრედებში ნორმალურზე მეტი რაოდენობით იშლება.ხშირ შემთხვევაში
ავადმყოფს ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული აქვს.
არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთან დაკავშირებული სხვა
დაავადებაც-იოდ-დეფიციტი. თიროიდული
ჰორმონის შემადგენლობასი შედის იოდი.თუ ორგანიზმს აკლია იოდი,ჰორმონი კარგავს
აქტივობას,ვეღარ არეგულირებს მეტაბოლიზმს და უჯრედებში საკვების დაშლა გაცილებით
ნელა მიმდინარეობს.ამ დროს ნერვული სისტემა აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის
მოქმედებას და ზომაში დიდდება.თუმცა ეს საქმეს ვერ შველის.იოდდეფიციტის ერთ-ერთი
მიზეზია არასრულფასოვანი,იოდით ღარიბი პროდუქტებით კვება.
ექიმი
დიეტოლოგები-„გასაგებია,თუ მსუქანი ხარ,ეს გაწუხებს,რადგან
თვლი,რომ მოსაწონად არ გამოიყურები.ჯერ დაადგინე მსუქანი ხარ თუ არა,შემდეგ
ვისაუბროთ ,რა ვუშველოთ „მსუქან“გასაჭირს.ამისათვის გამოთვალე შენი სხეულის
მასის მაჩვენებელი(სმმ).
![]()
ცხრილში მოძებნე სხეულის წონის რომელ ჯგუფში ხვდები შენი სმმ-ის
მიხედვით:
ჯგუფის წევრები გამოითვლიან მათი სხეულის მასის მაჩვენებელს (სმმ)
და ცხრილის მიედვით დაადგენენ აქვთ თუ
არა სხეულის ჭარბი წონა.
„ სასურველია იცოდე რატომ სუქდება ადამიანი.გვასუქებს არა მხოლოდ
საკვებად მიღებული ზედმეტი ცხიმი,არამედ ზედმეტი ნახშირწყალი და ცილაც,რომელიც
უჯრედებში ცხიმად გარდაიქმნება.უჯრედი ხომ საკვებს იყენებს მეტაბოლიზმისათვის.თუ
საკვებმა მეტაბოლიზმის მოთხოვნები დააკმაყოფილა და კიდევ დარჩა,ცხიმის სახით
გროვდება კანქვეშ და სხეულის ღრუებში,ასე სუქდება ადამიანი.საუკეთესო გამოსავალი
ფიზიკური ვარჯიში და ჯანმრთელი დიეტაა,რაც გულისხმობს ისეთი საკვების მიღებას
,რომელიც შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო ყველა ნივთიერებას და იმ
რაოდენობით,რომელიც ზედმეტი ცხიმის დაგროვებას არ გამოიწვევს.“გასახდომ დიეტაზე
გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ექიმი დიეტოლოგის რჩევით.
მოსწავლეთა მშობლები-„ორი
დღე ჭამე მხოლოდ ვაშლი,შემდეგ ორი დღე მხოლოდ წყალი....ჩემი მეზობლის ბიძაშვილმა
ასე გააკეტა და ვერ წარმოიდგენ როგორ
გახდა“-არ დაუჯერო ასეთი ამბების მომყოლ ადამიანებს!მათ შენი დახმარება
უნდათ,მაგრამ არაფერი იციან დიეტის შესახებ.მოდელებიც ახალგაზრდები
იყვნენ,მაგრამ ხედავ რა მოუვიდათ!ლუსელ რამოსი და ანა რესტონი-ცნობილი
მოდელები,სიგამხდრის შესანარჩუნებლად მკაცრ გასახდომ დიეტას მისდევდნენ-ძლიერ
ცოტა საკვებს იღებდნენ.ყველასათვის სამწუხაროდ ახალგაზრდები გარდაიცვალნენ.შენი
ორგანიზმი გარდატეხის ასაკშია და შენი სხეული სწრაფ,მკვეთრ ცვლილებებს
განიცდის.მისი ყველა უჯრედი განსაკუთრებით აქტიურია და მათთვის საკვები
აუცილებელია.ამიტომ შენს ასაკში საშიშია
გასახდომ დიეტაზე ყოფნა.
რა ვქნათ
იქნებ გვეკითხა ექიმისთვის:რატომ სუქდება ადამიანი?მოგაცილებს ზედმეტ წონას
ვარჯიში?მუდმივი დიეტა გამოიწვევს რომელიმე ენდოკრინულ დაავადებას?იქნებ ექიმმა
გვირჩიოს რომელიმე დიეტა? და ა.შ.
III. პრეზენტაცია,საკლასო დისკუსია
(15 წუთი)
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას შემდეგი თანმიმდევრობით:
1.
I ჯგუფი -ექიმი ენდოკრინოლოგები,
2. IIჯგუფი-
ექიმი დიეტოლოგები ,
3.
III კი
მოსწავლეთა მშობლები.
პრეზენტაციის შემდეგ ერთმანეთს დაუსვამენ კითხვებს და გასცემენ
პასუხებს.
შემდეგ ჯგუფებს ვავალებ,რომ გაეცნონ რუბრიკას „კვლევა“ და მოცემული
სიმპტომების მიხედვით დასვან კონკრეტული დიაგნოზი.კლასში წარვმართავ დისკუსიას
შემდეგ საკითხზე:თითოეული სიმპტომის მიხედვით განმარტონ და დაასაბუთონ,რატომ
დასვეს კონკრეტული დიაგნოზი.
·
ავადმყოფობის სიმპტომები:
დაბალი ტემპერატურა,ფიზიკური სისუსტე,სიცივის შეგრძნება მიუთითებს
ორგანიზმში მეტაბოლური პროცსეების შენელებაზე.ავადმყოფი დაავადებულია იოდდეფიციტით.
·
ავადმყოფობის სიმპტომები:
გულისცემის გახშირება,ხშირი მაღალი
ტემპერატურა,მოუსვენრობა,სიგამხდრე მიუთითებს ზედმეტად აქტიურ მეტაბოლურ
პროცესებზე.
ავადმყოფს აქვს თირეოტოქსიკოზი.
IV. საშინაო დავალება(2 წუთი)
მოსწავლეებს საშინაოდ ვაძლევ გაკვეთილის ბოლოს მოცემულ დავალებას:
„იოდ-დეფიციტით დაავადებულებს უნიშნავენ იოდის შემცველ წამალს.
ჯანმრთელი ადამიანისათვის მნიშვნელოვანია დაავადების
პროფილაქტიკა,რაც გამოიხატება იოდით მდიდარი საკვების მიღებაში.ასეთი საკვები
ავადმყოფსაც სჭირდება.შეისწავლე ცხრილი
და შეარჩიე დიეტა იოდ-დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.დაავადების
პროფილაქტიკა ნიშნავს დაავადების თავიდან ასაცილებლად ჩატარებულ ღონისძიებას.“
ცხრილიდან უნდა შეარჩიონ ის პროდუქტები,რომელთაც იოდის მაქსიმალური
შემცველობა აქვთ.მაგ:ზღვის მცენარეები 800-1000 მ.კგ⁄კგ,
ზღვის კომბოსტო-მ.კგ⁄კგ,
ზღვის თევზი-400-600 მ.კგ⁄კგ,
ქაშაყი მ.კგ⁄კგ,ხიზილალა 500 მ.კგ⁄კგ,
მდინარის თევზი 300 მ.კგ⁄კგ,
შაქარი 160 მ.კგ⁄კგ,
ფეიხოა 140 მ.კგ⁄კგ,
არაჟანი,ხაჭო,საქონლის ხორცი-130 მ.კგ⁄კგ,
ხურმა-120 მ.კგ⁄კგ.
V. მოსწავლეთა შეფასება(3 წუთი)
მოსწავლეთა შესაფასებლად ვიყენებ განმსაზღვრელი შეფასების
რუბრიკებს.
|
|||||||||||||||
შეფასება |
განმსაზღვრელი: ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია |
|||||||||||||||
საკლასო მენეჯმენტი და საგანმანათლებლო რესურსები |
VIII კლასის
ბიოლოგიის სახელმძღვანელო(ავტორები მალხაზ მაყაშვილი,რუსუდან
ახვლედიანი ) რვეულები
,კალმები,ფორმატის ქაღალდები,ფლომასტერები. |
გაკვეთილის გეგმები
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment