ტესტები


ბიოლოგია   X   კლასი
ავტორები:        ნ. ზაალიშვილი
                            ნ. იოსებაშვილი

საკონტროლო   II 
თავი   II
თემა: უჯრედი
8.უჯრედული თეორია
9. პლაზმური მემბრანა. პლაზმური მემბრანის აგებულება. პლაზმური მემბრანის ფუნქციები.
10. ბირთვი. რიბოსომა. ენდოპლაზმური ბადე. გოლჯის კომპლექსი.
11.ლიზოსომა. მიტოქონდრია. ქლოროპლასტი. ციტოჩონჩხი
თავი   III
თემა:ნივთიერებათა ცვლა უჯრედ
12.პლასტიკური და ენერგეტიკული ცვლა. ჯრედული სუნთქვა
13.პლასტიკური ცვლა მცენარეებში.ფოტოსინთეზი
თავი   IV
თემა: ფოტოსინთეზი და ტრანსპორტი მცენარეებში
14. ფოთლის აგებულება. მცენარის სუნთქვა და ფოტოსინთეზი
15. მცენარე და მინერალები. მინერალური მარილების მნიშვნელობა მცენარეებისთვის.მინერალური მარილების უჯრედებში შეღწევის გზები. სასუქები
16. მცენარის სატრანსპორტო სისტემა. ფესვური ქნევა,ტრანსპირაცია

ჩატარების დრო: 16.12-20.12




მიმართულება: ცოცხალი სამყარო

ბიოლ.X.5.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს  უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს მათი  მნიშვნელობა   ორგანიზმისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილავს უჯრედს, როგორც ერთ მთლიანს;
·         მსჯელობს ანაბოლური და კატაბოლური პროცესების არსზე, აღწერს და სქემატურად გამოსახავს მათ მიმდინარეობას;

ბიოლ.X.6.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სუნთქვის პროცესის თავისებურებები მცენარეებსა და ცხოველებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს სუნთქვის  პროდუქტებით უჯრედების მომარაგების გზებზე და მსჯელობს ცხოველური და მცენარეული უჯრედების მიერ ენერგიის წარმოქმნის თავისებურებებზე;
·         მსჯელობს ცხოველებსა და მცენარეებში მიმდინარე აერობული/ანაერობული  პროცესების მსგავსება/განსხვავებაზე;

ბიოლ.X.8.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ფოტოსინთეზზე, როგორც მცენარეული ბიომასის წარმომქმნელ საკვანძო პროცესზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • აღწერს მცენარის სატრანსპორტო სისტემას და მსჯელობს წყლის და მინერალური ნივთიერებების მოძრაობის კანონზომიერებებზე;
  • განასხვავებს ფოტოსინთეზსა და სუნთქვას მცენარეებში;

ბიოლ.X.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა  ორგანიზმისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აანალიზებს წყლის და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირების მექანიზმს მცენარეებში;

შემაჯამებელი ტესტური დავალების შეფასების რუბრიკა

შედეგები


1-2 ქულა
დაბალი
3-4 ქულა
საშუალოზე დაბალი
5-6 ქულა
საშუალო
7-8 ქულა საშუალოზე მაღალი
9-10 ქულა მაღალი
ინფორმაციის გახსენებაზე
ორიენტირებული დავალებები
არ იცის მასალა,
შესაბამისად საერთოდ ვერ პასუხობს უმარტივეს კითხვებს
არ იცის მასალა, შესაბამისად ძნელად პასუხობს უმარტივეს კითხვებს
იცის, მაგრამ არამყარად
ფლობს ინფორმაციას,მაგრამ უშვებს გარკვეულ შეცდომებს
სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას
შემაჯამებელ სამუშაოებში ცოდნის და უნარ-ჩვევების გამომჟღავნების უნარი
ვერ ასრულებს დამოუკიდებლად დავალებებს
უჭირს დამოუკიდებლად დავალებების შესრულება
ცდილობს მაქსიმალურად გამოამჟღავნოს თავისი ცოდნა
იყენებს ცოდნას გარკვეული შეცდომებით
იყენებს ცოდნას


თარიღი:---------------------------------
სკოლა:-----------------------------------
კლასი:  X
სახელი, გვარი--------------------------
საკონტროლო II
ვარიანტი I
ინსტრუქცია- დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია 3-4 სავარაუდო პასუხი,რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.ყოველი სწორი პასუხი ფასდება 0,5 ქულით.

1.უჯრედი არმოაჩინა:
ა. რობერტ ჰუკმა
ბ. ანტონ ვან ლევენჰუკმა
გ. ძმებმა იანსენებმა
დ. შვანმა და შლეიდენმა
2. სინათლის მიკროსკოპში არ ჩანს:
ა. ბირთვი
ბ. ციტოპლაზმა
გ. რიბოსომა
დ. მიტოქონდრია
3. ორმემბრანიანი ორგანოიდია:
ა. რიბოსომა
ბ. ენდოპლაზმური ბადე
გ. მიტოქონდრია
დ. ვაკუოლი
4. ორგანოიდი,რომელიც ბირთვაკში წარმოიაქმნება:
ა. ლიზოსომა
ბ. რიბოსომა
გ. მიტოქონდრია
დ. პლასტიდი

5. წითელი,უფერო,მწვანე ორგანოიდებია:
ა. პლასტიდები
ბ. ქლოროპლასტები
გ. ქრომოპლასტები
დ. ლეიკოპლასტები
6. ცენტრიოლს წარმოქმნის:
ა. უჯრედის ცენტრი
ბ. ენდოპლაზმური ბადე
გ. ლიზოსომა
დ. გოლჯის კომპლექსი
7. ატფ-ის სინთეზი მიმდინარეობს:
ა. გოლჯის კომპლექსში
ბ. მიტოქონდრიებში
გ. ლიზოსომებში
დ. რიბოსომებში
8. მემკვიდრული ინფორმაცია ინახება:
ა. რიბოსომებში
ბ. ბირთვში
გ. ლიზოსომებში
დ. გოლჯის კომპლექსში
9. ორგანოიდი,რომელიც უჯრედებისთვის ჩონჩხივით საყრდენს წარმოადგენს და კუნთებივით უზრუნველყოფს უჯრედისა და ორგანოიდების მოძრაობას:
ა. ცენტრიოლი
ბ. ციტოჩონჩხი
გ. ცენტრომერა
დ. ცენტრალური უჯრედი



10. სითხე,რომლითაც მიტოქონდრიაა ამოვსებული:
ა. მატრიქსი
ბ. სტრომა
გ. ციტოპლაზმა
დ. ციტოზოლი
11. პროცესი,რომლის დროსაც ნადგურდება ეპიდერმისის უჯრედები,რომლებზეს მრავალი ფაქტორი მოქმედებს დამაზიანებლად:
ა. მიკროაუტოფაგია
ბ. აუტოლიზი
გ. აპოპტოზი
დ. ნეკროზი
12. დიფუზია მიმდინარეობს:
ა. დაბალი კონცენტრაციიდან მაღალი კონცენტრაციის მიმართულებით
ბ. მაღალი კონცენტრაციიდან დაბალი კონცენტრაციის მიმართულებით
გ. ორივე პასუხი სწორია
13. როგორ აღწევენ ცილები,ნუკლეინის მჟავები,მიკრობები უჯრედში?
ა. დიფუზიით
ბ. ოსმოსით
გ. ენდოციტოზით
დ. ეგზოციტოზით
14. რომელი რეაქციების მაგალითია უჯრედული სუნთქვა:
ა. ჩანაცვლების
ბ. მიმოცვლის
გ. ენერგეტიკული ცვლის
დ. პლასტიკური ცვლის
15. უჯრედული სუნთქვის რომელ ეტაპზე წარმოიქმნება ატფ-ს 34 მოლეკულა:
ა. გლიკოლიზის
ბ. კრეპსის ციკლის
გ. კალვინის ციკლის
დ. ელექტრონების ტრანსპორტის

16. უჯრედული სუნთქვის მე-3 ეტაპი-ელექტრონების ტრანსპორტი მიმდინარეობს:
ა. მიტოქონდრიების გარე მემბრანაზე
ბ. მიტოქონდრიების შიდა მემბრანაზე
გ. რიბოსომებში
დ. ბირთვში
17. ფოტოსინთეზის დროს არ წარმოიქმნება:
ა. O2
ბ. CO2
გ.საკვები პროდუტები
დ. ატფ
18. ფოტოლიზი-არის:
ა. მზის სხივების შთანთქმა
ბ. წყლის მოლეკულის დაშლა
გ. ატფ-ის სინთეზი
დ. გლუკოზის სინთეზი
19. საცრისებურ მილებს უწოდებენ:
ა. ფლოემას
ბ. ქსილემას
გ. პლაზმოდესმას
დ. ეპიდერმის
20. ხელოვნურ სასუქს მიეკუთვნება:
ა. NPK
ბ. კომპოსტი
გ. ექსკრემენტი
დ. ყველა პასუხი სწორია




თარიღი:---------------------------------
სკოლა:-----------------------------------
კლასი:  X
სახელი, გვარი--------------------------
საკონტროლო II
ვარიანტი II

ინსტრუქცია- დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია 3-4 სავარაუდო პასუხი,რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.ყოველი სწორი პასუხი ფასდება 0,5 ქულით.

1.რომელ საუკუნეში აღმოაჩინეს უჯრედი?
ა. XVI
ბ. XVII
გ. XVIII
დ. XIX
2. ორგანოიდი,რომელიც მხოლოდ მცენარეულ უჯრედს ახასიათებს:
ა. პლასტიდი
ბ. ვაკუოლი
გ. უჯრედის კედელი
დ. ყველა პასუხი სწორია
3. ერთმემბრანიანია:
ა. ცენტრიოლი
ბ. რიბოსომა
გ. ბირთვი
დ. ლიზოსომა
4. ცილების ასინთეზირებს:
ა. ლიზოსომა
ბ. ბირთვი
გ. რიბოსომა
დ. გოლჯის კომპლექსი
5. როგორი ფერის პლასტიდია ქლოროპლასტი?
ა. უფერო
ბ. მწვანე
გ. წითელი
დ. ყვითელი
6. რომელ ენდოპლაზმურ ბადეზე განლაგებულია რიბოსომები:
ა. ზიგზაგისებრზე
ბ. გლუვზე
გ. გრანულარულზე
დ. დახშულზე
7. მომნელებელი ფერმენტი გააჩნია:
ა. ლიზოსომას
ბ. მიტოქონდრიას
გ. ბირთვს
დ. უჯრედის ცენტრს
8. მიტოზის პროცესში ქრება:
ა. ბირთვაკი
ბ. რიბოსომა
გ. ციტოპლაზმა
დ. ლიზოსომა
9. ციტოჩონჩხის ძაფები,რომლებიც მონაწილეობენ ორგანოიდების უჯრედის შიგნით გადაადგილებაში:
ა. მიკროფილამენტები
ბ. შუალედური ფილამენტები
გ. მიკრომილაკები
10. ქლოროპლასტი ამოვსებულია სითხით,რომელსაც ეწოდება:
ა. მატრიქსი
ბ. სტრომა
გ. ციტოპლაზმა
დ. ციტოზოლი


11. უჯრედების პროგრამირებულ სიკვდილს ეწოდება:
ა. აპოპტოზი
ბ. მიკროაუტოფაგია
გ. ნეკროზი
დ. პლაზმოლიზი
12. დიდი მოლეკულების ტრანსპორტს განაპირობებს:
ა. დიფუზია
ბ. ოსმოსი
გ. ენდოციტოზი და ეგზოციტოზი
დ. დუფუზია და პლაზმოლიზი
13. დიფუზია,რომლის დროსაც  უჯრედი ხარჯავს ენერგიას:
ა. მარტივი
ბ. გაადვილებული
გ. ოსმოსი
დ. ყველა პასუხი მცდარია
14. გლუკოზის წვის შედეგად წარმოიქმნება:
ა.  H2O დაO2
ბ.  CO2და O2
გ.  CO2
დ.  CO2და H2O
15. გლიკოლიზი მიმდინარეობს:
ა. მიტოქონდრიებში
ბ. ციტოპლაზმაში
გ. ბირთვში
დ. რიბოსომებში
16. უჯრედული სუნთქვის ენერგეტიკულად ყველაზე მდიდარი ეტაპია:
ა. გლიკოლიზი
ბ. კრეპსის ციკლი
გ. ელექტრონების ტრანსპორტი
17. ფოტოსინთეზის შედეგად ჰაერში გამოიყოფა
ა. O2
ბ. CO2
გ.  N
დ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
18. ფოტოსინთეზის სიბნელის ფაზაში:
ა. გამოიყოფა O2
ბ. სინთეზირდება ატფ
გ. სინთეზირდება გლუკოზა
დ. მიმდინარეობს წყლის ფოტოლიზი
19. როგორი უჯრედებისაგან შედგება ფლოემა:
ა. მკვდარი
ბ. ცოცხალი
გ. როგორც მკვდარი,ისე ცოცხალი
20. ჭურჭლები ეწოდება:
ა. ქსილემას
ბ. ფლოემას
გ. პლაზმოდესმას
დ. ეპიდერმისს












თარიღი:---------------------------------
სკოლა:-----------------------------------
კლასი:  X
სახელი, გვარი--------------------------
საკონტროლო II
ვარიანტი III

ინსტრუქცია- დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია 3-4 სავარაუდო პასუხი,რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.ყოველი სწორი პასუხი ფასდება 0,5 ქულით.
1.პირველი უჯრედული თეორიის ავტორი/ავტორებია:
ა. ძმები იანსენები
ბ. რობერტ ჰუკი
გ. ანტონ ვან ლევენჰუკი
დ. შვანი და შლეიდენი
2. მცენარეულ უჯრედში არ გვხვდება:
ა. მიტოქონდრია
ბ. ბირთვი
გ. გლიკოკალიქსი
დ. უჯრედის კედელი
3. უმემბრანოა:
ა. მიტოქონდრია
ბ. რიბოსომა
გ. ლიზოსომა
დ. პლასტიდი
4. რიბოსომა არ გვხვდება:
ა. ციტოპლაზმაში
ბ. ბირთვში
გ. გლუვ ენდოპლაზმურ ბადეზე
დ. გრანულარულ ენდოპლაზმურ ბადეზე
5. როგორი ფერის პლასტიდია ლეიკოპლასტი?
ა. უფერო
ბ. მწვანე
გ. ყვითელი
დ. წითელი
6. მეცნიერებას,რომელიც უჯრედს შეისწავლის ეწოდება:
ა. ბოტანიკა
ბ. ჰისტოლოგია
გ. ციტოლოგია
დ. ბიოტექნოლოგია
7. საკუთარი დნმ აქვს:
ა. მიტოქონდრიას
ბ. ლიზოსომას
გ. უჯრედის ცენტრს
დ. რიბოსომას
8. ორგანოიდი,რომლის შიდა მემბრანებზე გრანებია მოთავსებული:
ა. მიტოქონდრია
ბ. ქლოროპლასტი
გ. ბირთვი
დ. ვაკუოლი
9. ნივთიერება/ნივთიერებები,რომლისგანაც შედგება ქრომატინი:
ა. რნმ და დნმ
ბ. ცილა და დნმ
გ. ცილა და რნმ
დ. მხოლოდ დნმ
10. გოლჯის კომპლექსში წარმოიქმნება:
ა. რიბოსომა
ბ. ცენტრიოლი
გ. ლიზოსომა
დ. ვაკუოლი
11. უჯრედის მოუნელებელი ნაწილაკებისა და მასში წარმოქმნილი დიდი ზომების მოლეკულების გამოყოფის პროცესია:
ა. ფაგოციტოზი
ბ. პინოციტოზი
გ. ეგზოციტოზი
დ. ენდოციტოზი
12. ხსნარი ჰიპოტონურია,თუ:
ა. ციტოზოლთან შედარებით მასში ნაკლები ნივთიერებებია გახსნილი
ბ. ციტოზოლთან შედარებით მასში მეტი ნივთიერებებია გახსნილი
გ. ხსნარში და ციტოზოლში გახსნილი ნივთიერებების კონცენტრაცია ერთნაირია
13. იონებისა და ჰიდროფილური ნივთიერების ტრანსპორტს მემბრანის გავლით ეწოდება:
ა. გაადვილებული დიფუზია
ბ. მარტივი დიფუზია
გ. ენდოციტოზი
დ. ოსმოსი
14. რეაქციების ერთობლიობა,რომელიც უჯრედს ენერგიით ამარაგებს:
ა. ენერგეტიკული ცვლის რეაქციები
ბ. პლასტიკური ცვლის რეაქციები
გ. მიმოცვლის რეაქციები
დ. ჩანაცვლების რეაქციები
15. უჯრედული სუნთქვის ეტაპი, რომლის დროსაც  წარმოიქმნება პირუვატი:
ა. გლიკოლიზი
ბ. კრეპსის ციკლი
გ. ელექტრონების ტრანსპორტი
16. ანაერობს,რომელსაც შეუძლია არსებობა როგორც აერობულ,ისე ანაერობულ გარემოშიც,ეწოდება:
ა. ობლიგატური
ბ. მკაცრი
გ. ფაკულტატური
დ. ყველა პასუხი მცდარია

17. ფოტოსინთეზი არ მიმდინარეობს:
ა. სოკოებში
ბ. ციანობაქტერიებში
გ. წითელ წყალმცენარეებში
დ. ყველა პასუხი სწორია
18. სიბნელეში მცენარე გამოყოფს:
ა. CO2
ბ. O2
გ.  N
19. რომელი ელემენტის ნაკლებობა იწვევს მცენარეში დნმ-ის,ფოსფოლიპიდების,ატფ-ის სინთეზის შეჩერებას?
ა. K
ბ. N
გ. Mg
დ. P
20. რა მიმართულებით მოძრაობს წყალი ქსილემაში?
ა. ფესვიდან ფოთლებისაკენ
ბ. ფოთლებიდან ფესვისაკენ
გ. როგორც ფესვიდან ფოთლებისაკენ,ისე ფოთლებიდან ფესვისაკენ
დ. წყალი ქსილემაში არ მოძრაობს,ის ფლოემაში გადაადგილდება










თარიღი:---------------------------------
სკოლა:-----------------------------------
კლასი:  X
სახელი, გვარი--------------------------
საკონტროლო II
ვარიანტი IV

ინსტრუქცია- დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია 3-4 სავარაუდო პასუხი,რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.ყოველი სწორი პასუხი ფასდება 0,5 ქულით.
1.ამ მეცნიერმა დაამტკიცა,რომ ნებისმიერი უჯრედი მხოლოდ დედისეული უჯრედის გაყოფის გზით წარმოიქმნება:
ა. რიბერტ ჰუკი
ბ. ანტონ ვან ლევენჰუკი
გ. რუდოლფ ვირხოვი
დ. თეოდორ შვანი
2. ორგანოიდი,რომელიც ახასიათებს,როგორც მცენარეულ,ისე ბაქტერიულ უჯრედს:
ა. მიტოონდრია
ბ. რიბოსომა
გ. პლასტიდი
დ. ვაკუოლი
3. ორმემბრანიან ორგანოიდებს არ მიეკუთვნება:
ა. პლასტიდი
ბ. ბირთვი
გ. მიტოქონდრია
დ. ლიზოსომა
4. რიბოსომის ფუნქციაა:
ა. ცილების სინთეზი
ბ. ლიპიდებისა და ნახშირწყლების  სინთეზი
გ. საკვები ნივთიერებების მონელება
დ. უჯრედის გამრავლება
5. წითელ,ყვითელ პლასტიდებს ეწოდება:
ა. ლეიკოპლასტი
ბ. ქლოროპლასტი
გ. ქრომოპლასტი
6. ციტოპლაზმაში მდებარე უჯრედის ნაწილებს ეწოდება:
ა. ორგანო
ბ. ორგანოიდი
გ. ქრომოსომა
დ. ცენტრომერა
7. წყვილი ქრომოტიდების დამაკავშირებელი სარტყელია:
ა. ცენტრომერა
ბ. ცენტრიოლი
გ. ქრომოსომა
დ. თითისტარას ძაფი
8. ჩამოყალიბებული ბირთვი აქვს:
ა. ეუკარიოტს
ბ. პროკარიოტს
გ. ყველა ცოცხალ ორგანიზმს
დ. მხოლოდ ცხოველურ უჯრედებს
9. რომელი უჯრედებისათვის არის დამახასიათებელი გლიკოკალიქსი?
ა. მცენარეული
ბ. ცხოველური
გ. სოკოების
დ. ყველა პასუხი სწორია
10. ორგანოიდი,რომელშიც მიმდინარეობს ფოტოსინთეზის პროცესი:
ა. ქლოროპლასტი
ბ. რიბოსომა
გ. მიტოქონდრია
დ. ენდოპლაზმური ბადე

11. ლიზოსომის ფუნქციაა:
ა. ცილების სინთეზი
ბ. უჯრედის გამრავლება
გ. მომნელებელი პროცესი
დ. ატფ-ს სინთეზი
12. რომელი დიფუზიის დროს იხარჯება ენერგია?
ა. მარტივი
ბ. გაადვილებული
გ. ოსმოსის
დ. ყველა პასუხი მცდარია
13. ფოსფოლიპიდების რამდენი შრისგან შედგება პლაზმური მემბრანა?
ა.  1
ბ. 2
გ. 3
დ. 4
14. რეაქციების ერთობლიობას,რომელიც უჯრედში მიმდინარეობს, ეწოდება:
ა. ანაბოლიზმი
ბ. კატაბოლიზმი
გ. მეტაბოლიზმი
დ. დისიმილაცია
15. რამდენი ფოსფორმჟავას ნაშთია ატფ-ში?
ა. 1
ბ. 2
გ. 3
დ. 4
16. უჯრედული სუნთქვის პირველი ეტაპია:
ა. კალვინის ციკლი
ბ. კრეპსის ციკლი
გ. ელექტრონების ტრანსპორტი
დ. გლიკოლიზი
17. ფოტოსინთეზის დროს მოლეკულური ჟანგბადი გამოიყოფა:
ა. ქლოროფილის მარცვლებიდან
ბ. წყლის დაშლის შედეგად
გ. ნახშირორჟანგის დაშლის შედეგად
18. წყალი მოძრაობს:
ა. ქსილემაში
ბ. ფლოემაში
გ. როგორც ქსილემასა ,ისე ფლოემაში
დ. ყველა პასუხი მცდარია
19. რომელი ელემენტის ნაკლებობის მიმართ მცენარე განსაკუთრებით მგრძნობიარეა? მცენარეს სუსტი ღერო,უსუსური პატარა ფოთლები და ცუდად განვითარებული ფესვთა სისტემა აქვს:
ა. N
ბ. P
გ. K
დ. Mg
20. რა ნივთიერებებად გარდაიქმნება ფოტოსინთეზის დროს დამზადებული გლუკოზა?
ა. რთულ ნახშირწყლებად
ბ. ლიპიდებად
გ. ცილებად
დ. ყველა პასუხი სწორია











სწორი პასუხები



I ვარიანტი
II
ვარიანტი
III
ვარიანტი
IV
ვარიანტი
1.      
2.      
3.      
4.      
5.      
6.      
7.      
8.      
9.      
10.   
11.   
12.   
13.   
14.   
15.   
16.   
17.   
18.   
19.   
       20













შემაჯამებელ გაკვეილის ნიშნის
 გამოყვანის ფორმულ
n --- ტექსტის მაქსიმალ ურ
ქულ ათ ჯამი
m --- მოსწავლ ის მიერ გროვილ
ქულ ამი
მაგ:  მაქსიმალ ური ქულ აა - 16
ხოლო მოსწავლ ემ  მო გროვა -13
ნიშანი   ეწერება :



No comments:

Post a Comment